წმ. იოანე კრონშტადტელი - გული
წმ. იოანე კრონშტადტელი

თემა: გული

ყმაწვილის გაზრდა-ჩამოყალიბებისას რაა ყველაზე მეტად საზრუნავი? ის რომ მან - "განანათლნეს თუალნი გულისანი" (ეფ.1,18.) არ შეგიმჩნევიათ განა, გულია პირველი ჩვენს ცხოვრებაში, თითქმის ყველანაირი ცოდვა, ყველაფრის შემეცნება სწორედ აქედან რომ იწყება? გულია მხედველი ჭეშმარიტებისა, წინ უძღვის გონებრივ შემეცნებას. ამა თუ იმ საგნის შესწავლის პროცესი ასე წარიმართება: გული უმალ, წამში, მთლიანად ხედავს საგანს, მერე ეს აქტი, გულის ხედვით დაფიქსირებული (დანახული) გონებას ეგზავნება, გონებაში მიღებული ნაწილებად იშლება, ხარისხდება: თუ რაა წამყვანი, რა მომდევნო, ანუ გულით დანახულის ანალიზი გონებაში მიმდინარეობს. იდეა გულის საკუთრებაა და არა გარეგანისა და ამიტომ ფრიად მნიშვნელოვანია "განანათლნეს თუალნი გულისანი" (ეფ.1,18.) ყველანაირი სახის შემეცნებისას, განსაკუთრებით კი მაშინ როცა საქმე ეხება სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას, ზნეობრივ წესებს.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები