წმ. იოანე კრონშტადტელი

რა ვუყოთ თუ ხანდახან უკეთურებაც ეპარება სულს: რამდენი პური ჩააცხო თონეში, ყველა მაგიდაზე დაამხო, არ

რა ვუყოთ თუ ხანდახან უკეთურებაც ეპარება სულს: რამდენი პური ჩააცხო თონეში, ყველა მაგიდაზე დაამხო, არ ივარგებს. მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცოდეს შენი წუხილისა, ვისთვისაც არაფერია დამალული, ადამიანებს კი ნუ დაანახებ ყველა შენს უწმინდურებას, ნუ შეასუნთქებ, ნუ ახრჩოლებ შენში მოკალათებული უკეთურების კვამლს, დაახურე თონეს თავი, ჩააქვრე, დაშრიტე მაგ ბოროტების ბოლი შენშივე. ღმერთს მოუყუვი შენი გასაჭირისა, უთხარი რომ გაგეძეძგა სული ბოროტებით, უთხარი ამ ყოფას ბევრი არაფერი აკლია, ჯოჯოხეთის ყოფაათქო და ადამიანებს ალერსიანი, ნათელი სახე აჩვენე. იმათ რაში ეკითხებათ შენი უგუნურებისა? ან სულიერ მოძღვარს გაანდე სატკივარი, ან მეგობარს, რომ გირჩიონ, შეგეწიონ და შეგეხიდონ.
 
თემატური კითხვები
3