
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
ცას რომ ახედავ, უფალი იესო ქრისტე ეძებე, იმ უკიდეგანო სიმაღლეებში საიდანაც იგი პირველმოწამე
ცას რომ ახედავ, უფალი იესო ქრისტე ეძებე, იმ უკიდეგანო სიმაღლეებში საიდანაც იგი პირველმოწამე სტეფანესა და სავლეს გამოეცხადა და ემუდარე: გაცხოვნოს. ეს გამოცხადება (იგულისხმება პირველმოწამე სტეფანეს სასწაული) იმას როდი ნიშნავს, რომ გამჩენმა მხოლოდ მაშინ გახსნა ცის კრეტსაბმელი და მხოლოდ მაშინ დაინახა ისინი იმ სიმაღლიდან, არამედ იმას, რომ იგი განუწყვეტლივ გვხედავს ყველას, ხედავს ჩვენს საქმეებს, სიტყვას, აზრს, განზრახვას და ეს დამოწმებულია მრავალთა გამოცდილებით! ამ ზეცად თვალაპყრობილ ადამიანებს საოცრად დიდი შემწეობა მიეცათ ღვთისგან და ამჯერად მხოლოდ იმას ვამბობ, რომ იგი (მარადის ყველგანმყოფი) უბრალოდ ამ კერძო შემთხვევაში განცხადდა, დაგვენახა ციდან.
|