ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა:
განღმრთობა
მე ვიტყვი, თუ რას ნიშნავს უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. თავდაპირველად
მე ვიტყვი, თუ რას ნიშნავს "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე".
თავდაპირველად დავიწყოთ უჩინოდან, რომელსაც მეფე დავითი მართლად და სიბრძნით იხსენებს დაფარულზე წინ და რომელიც ძალისამებრ მამისა განცხადებულია ღმრთის სიბრძნის საკვირველებისა.
უჩინო არის ის უხილავი, სულიერი სამყარო, რომელიც სახიერმა და ყოვლადძლიერმა ღმერთმა, მისი მიუწვდომელი სიბრძნის განგებით, უწინარეს ხილული სამყაროსა და კაცის დაბადებისა შექმნა და მოიმოქმედა. ერთობით, ორივე ეს სამყარო არის სავსე ღმრთის შესაქმისა, ხოლო ადამიანი სრულყოფილი სარკეა ამ სავსებისა, რომელშიც ღმერთმა ორივე ბუნება, სულიერი - უმაღლესი და ფიზიკური - სულიერთან შედარებით, უდაბლესი მისი მიუწვდომელი სიბრძნით, ერთ პირში, ზოგადად, ადამიანის ხატში შეჰკრა და გააერთიანა.
ორივე სამყაროს, ფიზიკურთან ერთად სულიერსაც, დფაუბრკოლებლად ხედავდა ადამია დაცემამდე, რომელთაგან ღმრთის სიბრძნე და მისი სიდიადე, უმეტესად და უძლიერესად, ზეციური საუფლოს ხედვისას იხილვებოდა, მასში აღსრულებული ფიზიკურთან შედარებით უზომოესი საკვირველი საქმეების მიერ. ამის მხედველი იყო დაცემამდე ადამი, ხოლო დაცემის შემდეგ, მასაც და მთელ კაცობრიობასაც დაგვეფარა და უჩინო გახდა. მოცემული იყო ხილვად ჩვენდა, მაგრამ წაგვერთვა. ცოდვამ, ურჩობამ, ღვთის სიტყვისაგან გარდასვლამ დაგვაბრმავა მისი ხილვისგან; ხოლო რომელნიც ღირსნი ხდებოდნენ კვალად უჩინოთა გამოცხადებისა, ეს - ღმრთის მოწყალებით, მათი განსაკუთრებული სიწმიდისა და სათნო ცხოვრების გამო ეძლეოდათ.

|