
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: სინანული
არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დკარგონ სულის სიწმიდე და ღვთის მადლი - ყოველ ძღვენზე უდიდესი, რომელიც უფლისგან მოენიჭათ , და იმედი აქვთ, რომ როგორც კი აღსარებას იტყვიან, ხელახლა მიიღებენ ზეციურ ძღვენს, რომ მათ ისევ დაუბრუნდებათ ძველებური სიწმიდე.