image

თემა: ეშმაკი

რატომაა, ადამიანებისგან მიღებული წყენა გვახსოვს, ვბრაზდებით, გული მოგვდის მათზე, ყველაზე ბოროტი, განუწყვეტლად ავად მოქმედი ეშმაკის სიავე კი უცებ გვავიწყდება, თუნდაც დღეში ათასჯერ დაგვეტაკოს, თანაც მავანისგან მიღებულ წყენას ხანდახან ერთი და ორი დღით როდი ვიდებთ გულში. ეს ეშმაკის ხრიკი გახლავთ! მტერი კარგად ახერხებს ჩვენს გაცურებას, თვითონ გვაღიზიანებს, მაგრამ ჩვენსავე ვნებას (იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარული) იშველიებს, ჯერ სიბრალულს აღგიძრავს საკუთარი თავის მიმართ და მერე ადვილად გვიღებს ბოლოს, გვაგემებს რა სიმწარეს, რომელიც ისევ და ისევ, მხოლოდ და მხოლოდ სულელური, უგუნური თავმოყვარეობით მოდის. მავანის წყენას კი ეშმაკი ყოველთვის უსაშველოდ ბერავს, მტყუანი სახით წარმოგვიდგენს. აქაც, ჩვენს თავმოყვარეობასაა ამოფარებული და ისე ხლართავს, თითქოსდა ძალიან ეფიქრებოდეს ჩვენი კეთილდღეობა, რომელიც ვითომდა სხვებს გასანადგურებლად აქვს გამეტებული.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები