image
რა იქნება საგანზე უფრო ცვალებადი, ბუნებრივად, უამრავნაირად იცვლის იგი სახეს გამჩენის კანონების შესაბამისად; აღარაფერს ვამბობ, იმ არაჩვეულებრივ ცვლილებებზე, როგორიცაა ცეცხლის გადაქცევა ცვილად, წყლისა სისხლად, ღვინოდ, კვერთხისა - გველად, ის კი არა, ადამიანიც კი უცვლის სახეს ნივთს, რაღა ვთქვათ ღმერთზე, ყველაფრის დამბადებელზე? ცვალებადობა საგნის თვისებაა. გონიერ სულებთან დააკავშირებით სხვაგვარია უფლის ნება: სულის თვისება უცვლელობაა, მაგრამ სრულყოფილება სიკეთესა შინა, - გონიერ, შექმნილ სულს ეხელმწიფება მხოლოდ. ისაა სწორედ ზეიმი ნივთიერზე, რომ სული ცვლის საგანს. დააკვირდით, სულის მოქმედებას მცენარეების სამყაროში, მათ უსასრულო ფორმათა სახესხვაობას, არადა ყველას ერთიდაიგივე ხმელეთი, იგივე მზე, ისევ და ისევ ის წყალი, იგივე ჰაერი და ერთი ნიადაგი აღმოაცენებს. ცხოველები ნახეთ, რა მრავალფეროვნებაა. ასე რომ, საგანი ცვალებადია. ამ პირობითაა შექმნილი ეს სოფელი თავისი მრავალფეროვნებით. დიდება მუდმივარ უცვლელ ღმერთს, ყოვლადძლიერ შემოქმედს! საგნის თვისება რომ უცვლელობა იყოს, ღმერთი არ იქნებოდა ყოვლადძლიერი.
    დიდება სულიერ სამყაროს! დაე, მისი მორჩილი იქნებოდეს მუდმივად, გაჩენილი ბუნება! ითხოვე ღვთისაგან, შეგაძლებინოს უღალატო სამსახური სიკეთისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები