
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: იესოს ლოცვა
ორი სრულიად საწინააღმდეგო ძალა მოქმედებს ჩემზე: სიკეთისა და ბოროტებისა, სიცოცხლისმომნიჭებელი და მომაკვდინებელი. ორივე სულიერია, ორივე უხილავი ძალაა. კეთილი, თავისუფალი, წრფელი ლოცვისას, იგერიებ, განაგდებ ბოროტს, ბოროტი ძალა კი მხოლოდ იმ ბოროტებითაა ძლიერი, რომელიც ჩემშია ჩამარხული. ეშმაკის განუწყვეტელ გვემას რომ ავცდე, მუდმივად გულზე უნდა მედოს იესოს ლოცვა: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. უხილავის წინააღმდეგ - ხილული ღმერთი, ძლიერის წინააღმდეგ - უმტკიცესი.