image

თემა: ხატი

თუ ხატის მეორე მხარეს შეუფერებელი სურათია, როგორ უნდა მოვიქცეთ?
თუ ხატის მეორე მხარეზე გარყვნილი სურათია, ან სხვა რამ, საღებავიც რომ გადაუსვა, მაინც შიგნით რჩება, აქ არის ბოროტის მახე დაგებული. ბოროტს უნდა სიძვის წილი ჩადოს სიწმინდეში. აქ თანაზიარება არ შეიძლება, როგორც უფლის და ბელიარის. მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაში იწვება ხატი. როცა ხატის ერთ მხარეს უფალია, ხოლო მეორე მხარეს ღვთისმშობლის ხატი, ან რომელიმე წმინდანი, ამ შემთხვევაში ჰორიზონტალურად იდება ხატი. ფულზე რომ ახატია წმიდანები, ან ეკლესია, ეს საშინელი ცოდვაა. ამიტომ ეს ფული ეცადეთ, რომ წელს ზევით იქონიოთ, სარტყელის ქვემოთ ნაწილი ჯოჯოხეთს განასახიერებს.
    საერთოდ, გაზეთში ხატის დაბეჭდვა არ შეიძლება, მაგრამ თუ მაინც დაიბეჭდა, მოვერიდოთ უწმინდურ ადგილას შეტანას. ნურც წმიდა ტაძარში შევიტანთ გაზეთს, რომელშიც გარყვნილი სიტყვები წერია, ეს სიბინძურე, როგორც სიმყრალე, ისე ადის უფლის ტახტამდე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები