ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი
მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც ცოცხალ ღმერთთან დაკავშირებული ადამიანი, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება, ფანატიკოსი ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია.
მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეს სიტყვა ეტიმოლოგირად სწორედ ამ მნიშვნელობისაა).
მართლმადიდებლობა სულის სიხარულია, ფანატიზმი მწუხარებაა;
მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია, ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია.
მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს, ფანატიკოსი - სხვებისას;
მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს, ფანატიკოსი - საკუთარს;
მართლმადიდებელი ღვთის ნების აღსრულებისაკენ მიისწრაფის, ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია;
მართმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს, ფანატიკოსი ფორმის იქიტ ვერაფერს ხედავს.
მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს, ფანატიკოსი თითქმის ყველაში ქრისტეს მოწინააღმდეგეს.
მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა, ფანატიკოსისათვის - ადამიანია სჯულისათვის.
ამიტომ, მართლმადიდებელი, როგორც სჯულის, შინაარსის შემცნობი და მიმღები, მოწაფეა ქრისტესი, ხოლო ფანატიკოსი ვითარცა სჯულის კერპად მქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია.
მართლმადიდებელი ღვთის მცნებების აღსრულებით სიმდაბლეს მოიპოვებს, ფანატიკოსი - პატივმოყვარეობას იკმაყოფილებს.
მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება, ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.

|