
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ქადაგება
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი მსმენელს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი მსმენელს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭირობანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწაზვლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭერმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, რომ მისმა სიტყვამ მსმენელთა გულებში შეაღწიოს და იქ თავისი კვალი დატოვოს. მართალია, ამგვარ მქადაგებლებს ხალხისათვის უფრო დიდი სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ხშირად მსმენელებში უკმაყოფილებასა და შფოთს იწვევენ. ეს არცაა გასაკვირი ადამიანებს არ მოსწონთ, ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ ცუდ თვისებებს წარმოაჩენენ.
|