გარნა ნუ დაგავიწყდებათ, ძვირფასნო მსმენელნო, რომ მხოლოდ ცოდნა და შეგნება რომელიმე ჭეშმარიტებისა,

გარნა ნუ დაგავიწყდებათ, ძვირფასნო მსმენელნო, რომ მხოლოდ ცოდნა და შეგნება რომელიმე ჭეშმარიტებისა, რომელიმე მოძღვრისა და აზრისა თავისთავად არაფერს ძვირფასს და სახარბიელოს არ წარმოადგენს, თუ იგი ჭეშმარიტება და მოძღვრება არ გავიხადეთ ჩვენი საქციელისა, ჩვენი მოქმედებისა და მოქალაქობის ქვა-კუთხედად, საძირკვლად, დედა ბოძად. სხვათა შორის იმითია ქრისტიანობა ძვირფასი და სათაყვანო, რომ იგი მარტტო გონებით არაა შესატვისებელი, რომ სრულებით არა კმარა მხოლოდ შესწავლაგა გაზეპირება მისი; არა, იგი ცხოვრებისა, მოქმედების მოძღვრებაა და აუცილებლად მის ყალიბზედ უნდა ჩამოესხას ჩვენი ცხოვრება, ეს მოღვრება სარჩულად უნდა ედოს ჩვენს ყოფაქცევას, ჩვენს მოქმედებას, ჩვენს მოქალაქობას, გრძნობა-აზროვნებას; მისი ელფერი, მისი ბეჭედი უნდა ეტყობოდეს ქრისტეანის საქციელს. სასიხარულო იქნება იქნება იგი საქციელი თუ სამწუხარო, საოჯახო თუ საზოგადო, სასულიერო თუ სახორციელო.
 
0