წმ. იოანე კრონშტადტელი

ჩვენი ძალაც, სული ჩვენი უხილავია; ცხოველებშიაც არ ჩანს სული, მათი ძალა. მცენარეებშიაც - ძალა და

ჩვენი ძალაც, სული ჩვენი უხილავია; ცხოველებშიაც არ ჩანს სული, მათი ძალა. მცენარეებშიაც - ძალა და სიცოცხლე მათი დაუნახავია. მთელი ხილული სამყარო არსებობს და მოძრაობს ბუნების კანონებით, უხილავი ძალის შემწეობით. ზეციურ სამფლობელოში სუფთა, ზეციური ძალებია, თავისუფალი ყოველგვარი ნივთიერისაგან; ყველაფერი, ზეციურიცა და მიწიერიც, უმაღლესიცა და მდაბალიც თავს იყრის ერთთან, ყოვლისშემძლე ძალასთან, ვისგანაც ეძლევა ძალა ცასა და მიწას. ასე რომ, ყოველი სული აქებდით ერთსა და სამსახოვან ღმერთს, მამასა, ძესა და სული წმიდას. და ყოველი დაბადებული, აქებდით მას იმ სიყვარულის ძალით, რომელიც ყველას ერთმანეთთან აკავშირებს, რომელიც ყველგან სიცოცხლესა და ნეტარებას ავრცელებს.
 
თემატური კითხვები
0