წმ. იოანე კრონშტადტელი

წარმოიდგინეთ, მიუჩრდილებელ ნათელს ხედავთ, საიდანაც წარმოიშვა შუქი მზისა, მთვარისა და ვარსკვლავისა.

წარმოიდგინეთ, მიუჩრდილებელ ნათელს ხედავთ, საიდანაც წარმოიშვა შუქი მზისა, მთვარისა და ვარსკვლავისა. წარმოიდგინეთ, რომ იმ უსასრულო სიყვარულს ხედავს, ვინც ამსოფლად თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა, რათა მას ეს ქვეყანა მარადიული სატანჯველისაგან ეხსნა, წარმოიდგინეთ, რომ ხედავთ იმ პირველსაწყისს სილამაზისას, რომელმაც შეამკო ეს მიწა მშვენიერებითა და მრავალფეროვნებით, ქვებით, ნიჟარებით, თევზითა და ფრინველით, ცხოველებით - შექმნა ყველანაირი ადამიანური სილამაზე! წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხედავთ შემოქმედს, მოსიყვარულესა და შეუვალი შუქით გაბრწყინვებულს თავისი სრულყოფილებით, ხედავთ გამჩენს ცისას და მიწისას. როგორ გგონიათ, რას იგრძნობთ მაშინ? არადა, ქრისტიანული რჯული სწორედ ამ ხილვისთვის გვამზადებს. მცენარე აიღეთ თუნდაც, იქაც კი აშკარა დასანახია: სრულყოფილი გონის ანაბეჭდი მის ყველა მონაკვეთში; ძალა მაცოცხლებელი და შემკვრელი მის ყველა შესაბამის და საჭირო ნაწილში; ძალა ზღვარდაუდები, რომლითაც რომ დაუსრულებელი სიბრძნე სახეს უცვლის თავისთავად უსახურ საგანს, ძალიან მარტივად ხდის მას უნარიანს და თავისი დაუსრულებელი განგებისა და მიზნების სამსახურში აყენებს. მართლაც რომ, "ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო" (ფს.91,6.) რამეთუ "საკვირველ იქმნა ცნობაი შენი ჩემგან უფალო" (ფს.138,6)
 
თემატური კითხვები
0