რასაც ვერ მისაღწია ცოდვილის კაცის გონებამ, - ის გვაუწყა და გვასწავლა დღეინდელ დღეს განხორციელებულმა

რასაც ვერ მისაღწია ცოდვილის კაცის გონებამ, - ის გვაუწყა და გვასწავლა დღეინდელ დღეს განხორციელებულმა უფალმა. მან ცხად ჰყო კაცობრიობისათვის, რომ ადამიანს შეუძლია აღასრულოს თვისი დანიშნულება ქვეყანაზედ მარტო მაშინ, როდესაც იგი იცნობს მხოლოსა ჭეშმარიტსა ღმერთსა (იოანე 17, 3), რომელი არა მსგავს არს ოქროსა, გინა ვერცხლსა, ანუ ასთრაკსა, გამოხატულა სუროებით, განზრახვითა კაცთაითა (საქმე მოციქ. 17, 29), არამედ სულ არს (იოანე 4, 24), და შემოქმედი სოფლისა და ყოვლია, რაი არს მას შინა, იგი ცისა და ქვეყანისა არს უფალი, არა ხელით-ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს, არცა კაცობრივთა ხელთა მიერ იმსახურების... ტვით მოჰსცემს ყოველთა ცხოვრებასა და სულსა ყოვლით კერძო (საქმე მოც. 17, 24-25), გარნა მოითხოვს ჩვენგან მცნებათა მისთა აღსრულებასა, იმ მცნებათა, რომელთა მიზნათა აქვს ჩვენი კეთილდღეობა და ბედნიერება, და იესო ტკბილის მიბაძვას და მისის მაგალითით ხელმძღვანელობას, სწორედ ამისთვის განგვიმარტა უფალმა: თუ გსურთ იყვნეთ შვილი მამისა თქვენისა ზეცათასა, იყვენით სრულ, რაიცა ყველა თვალხილულისათვის ცხად არს, ვინათგან მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზადა და კეთილთა, და ჰსწვიმს მართალთა ზედა და ცრუთა (მათე 5, 44-48), ე.ი. ადამიანი ისე უნდა სთესდეს კეთილთა საქმეთა, როგორც მზე განაბნევს სხივთა თვისთა განსატფობელად კეთილთაცა და უკეთურთაცა. ამგვარად, ყოველის ჩვენის მოქმედების საფუძვლად უნდა დაიდვას მოყვასისადმი განუზომელი სიყვარული, ის სიყვარული, რომელი არს სიმტკიცე სრულებისა (კოლ. 3, 14), და რომელისათვისაც არ არსებობს არცა ურიაება, არცა წარმართება, არცა მამაკაცობა, არცა დედაკაცობა, და რომელიც ერთნაირად შეიტკბობს და განატფობს ყოველთა.
    აი, ეს მოძღვრება მოანიჭა ქვეყანას ხორციელად განცხადებულმა მაცხოვარმა და სწორედ ამისთვის მიეგებნენ მის დაბადებას გუნდნი ანგელოზთანი სულისა და გულის დამატკბობელის გალობით: დიდება მათალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. მართლადაც, არ გასულა ამის შემდეგ ბევრი დრო, რომ ქრისტიანობა გავრცელდა კიდით კიდემდე და ამის გამო შესამჩნევად იკლო კაცთა შორის სიმძულვარემ, ამ წყარომ კაცთა უბედურებისამ - და ერთ ხანად გაიწმიდა შეგუბებული ჰაერი და ადამიანმა ამოისუნთქა თავისუფლად.
 
0