ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
ქრისტიანობა
ღმერთი არის თვითარსი, დამოუკიდებელი და განუსაზღვრელად სახიერი; ის არავის და არასფერს არ საჭიროებს;
ღმერთი არის თვითარსი, დამოუკიდებელი და განუსაზღვრელად სახიერი; ის არავის და არასფერს არ საჭიროებს; ის სავსებაა სიყვარულისა. ამის გამო მან ადამიანი შექმნა არა თავისი არსებობის დასამყარებლად, არამედ მისთვის, რომ მან კაცმან იარსებოს, იმოქმედოს და ბედნიერი იქმნეს. ნეტარების მისაღწევად უფალმან მისცა მას შესაფერი საშუალება. სახელდობრ, ღრმად ჩაუნერგა მას ბუნებაში ძლიერი, შეუკავებელი ლტოლვილება ღვთისადმი და უძლეველი სურვილი მასთან ცხოვრებისა. ვინც ამ ბუნებრივ მოთხოვნილებისამებრ იქცევა, ვინც ღმერთს უახლოვდება, ის მართლა ნეტარებს.
|