ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
ქრისტიანობა
ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავის
ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავის გულს ვისმე დაუკავშირებს. ყველა ადამიანი გაფაციცებით და მოუსვენრად ეძებს თავის გარშემო თანამგრძნობელ გულს; თუ იგი ვერ პოულობს სიყვარულს, მაშინ ის უბედურად რაცხს თავის თავს, მას ვერაფერი, ვერც მეცნიერება, ვერც ხელოვნება, ვერც სისწორით ასრულება თანამდებობისა, ვერც განცხრომით ცხოვრება ვერ ანიჭებს მას კმაყოფილებას: ის გრძნობს თავის თავს მარტოხელად, ყველასგან მივიწყებულად, და მასში მუდამ სამწუხარო გრძნობები ღელავ. ხოლო როცა ადამიანი პოულობს მეგობარს, რომელსაც იგი უერთდება თავისი არსებით, უზიარებს მას თავის შინაგან მსოფლიოს, აზრებს, სურვილებს და გრძნობებს, - მაშინ ის თავის თავს სრულ ბედნიერად თვლის. რამდენადაც წარჩინებულია, რამდენადაც ზნეობრივად და გონებრივად მაღლა დგას საყვარელი ადამიანი, იმდენად უფრო ძლიერი და სრულია ბედნიერება, მისგან მინიჭებული. წარმოვიდგინოთ ჭაბუკი, რომელიც სულითა და გულით უყვარს ხნიერს, განათლებულს, ბრძენს და კეთილ ადამიანს. უკანასკნელი მუდამ იმის ზრუნვაშია, თუ როგორ დაიფაროს პირველი ბოროტისაგან, უჩვენებს მას კეთილს, ასწავლის მას რაც გონივრული და სასარგებლოა, არ აკლებს მას თავის სიყვარულს, ალერსს, სურს მისთვის ნამდვილი ბედნიერება. ადვილი მისახვედრია რას უნდა გრძნობდეს ჭაბუკი იმ დროს, როცა მისი მოკეთე მას თავზე დასტრიალებს. ის თავის კეთილმყოფელთან სრულ ბედნიერად გრძნობს თავის თავს; მის გულში ჩქეფს ტკბილი გრძნობები; რაც უნდა მას მწუხარება ეწვიოს, შეხედავს ტუ არა თავის მოკეთეს, მაშინვე მჭმუნვარება უქრება და მხიარულდება. აი იმ, ზემოაღნიშნულ, ყველასათვის ცხადი ფსიქოლოგიური კანონის ძალით ადამიანს შეუძლია იპოვოს ნამდვილი, შეურყეველი ბედნიერება ღმერთთან კავშირში, რადგან ღმერთი არის პიროვანი არსება და მასთან უნაკლულო, სრული და ყოვლად ნეტარი.
|