ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
ქრისტიანობა
შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზედვე
შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზედვე რწმუნდება რომ ის მაღალზნეობისაა, რომ მისი სული სავსეა ციური ტკბილი გრძნობითა, რომ მასთან ერთი სუფევს, და უნებურად ყველა მისკენ ილტვის. მისი სიმპათიური სახე კაცს მუდამ თვალწინ ეხატება, მის მოგონებაზე სიხარულით ივსება; თითქმის ბოროტნიც კი კის წინაშე თავს იხრიან; ის ავრცელებს თავის გარშემო სითბოსა და სიცოცხლეს, ათბობს გაყინულ გულთა, არბილებს მედიდურ გრძნობათა, ამხნევებს უძლურთა, ანუგეშებს დაჩაგრულთა. ამნაირად, ღმერთთან მყოფი თვითონაც ბედნიერია და სხვებსაც აბედნიერებს.
ახლა ვთქვათ, თუ როგორ შეიძლება ღმერთთან დაკავშირება.
მეგობრდებიან ერთმანეთთან მხოლოდ ისეთი პირები, რომლებიც ერთმანეთს ხასიათით ჰგვანან: პატიოსანი ადამიანი პატიოსანს უერთდება, და არასგზით არ შეიძლება, რომ კეთილსა და ბოროტს შორის მეგობრული კავშირი სუფევდეს, სწორედ ამნაირადვე, ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი თავისი ბუნებით დაემსგავსება ღმერთს, როცა იგი მოიპოვებს იმ სულიერ განწყობილებათ, რომელნიც ღმერთში სუფევენ. ხოლო ღვთის მსგავსებას ადამიანი მოიპოვებს მაშინ, როცა ის თავის სულიერ ძალთა განავითარებს ისე, როგორც მისი ბუნებრივი კანონები მოითხოვს, ანუ როგორც სინდისი და განცხადება აჩვენებს. შემოქმედმა მისცა ადამიანს სამი უმთავრესი ნიჭი: გონება, გული და ნება და დაუდგინა მას ვალად ყველა ეს ნიჭნი მიმართოს მისდამი, როგორც ერთადერთს დაუშრეტელ წყაროს ბედნიერებისას. კაცმა გონებით უნდა იცნოს თავისი ბუნება. გამოიკვლიოს და შეისწავლოს ქვეყანა, მისი კანონები და ამით იხილოს სიბრძნე, ყოვლადშემძლებელობა და სახიერება ღვთისა; მისი გული უნდა აღივსებოდეს წმიდა გრძნობებით შემოქმედის სისრულის ჭვრეტით და მხურვალე ლოცვაში უნდა იწყებსდეს აღმაფრენა. ნებით მან უნდა გააუმჯობესოს თავისი ბუნება, აღზარდოს თავის სულში სახარებისებრივი სული, დაიმკვიდროს სიყვარული და მშვიდობა. როცა ამნაირად ადამიანი თავის სულს განანათლებს, მაშინ ღმერთი თავის სახიერებისა გამო მას მიუახლოვდება, დაისადგურებს მასში და აღავსებს მას ნეტარებითა.

|