წმ. ეკლესია ქრისტიანეს, სხვათაშორის ვალად უდებს ლოცვასა და სასულიერო შინარსის წიგნების კითხვას; და

წმ. ეკლესია ქრისტიანეს, სხვათაშორის ვალად უდებს ლოცვასა და სასულიერო შინარსის წიგნების კითხვას; და მართლაც რომ აუცილებლად საჭიროა ესა ქრისტიანისთვის; მას დიდი, ფრიად დიდი სარგებლობა მოქვს ადამიანისათვის. ლოცვაში, თუ იგი წრფელი, ღრმა და მხურვალეა, სული მაღლდება, გონება ივლტის ღვთისადმი, გული ივსება სიხარულითა და ადამიანი გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ზეციური მამა დაინახავს თუ არა აღფრთოვანებულ სულს, მისდამი მტოლველსა და მსურველს მასთან შეერთებისა, თავისი სახიერებია გამო კეთილნებულობს მის დაკმაყოფილებას, უახლოვდება მას, ჰფენს მას თავის სხივებს, ავსებს მის არსებას ციური სიტკბოებითა და ანიჭებს მას თავის ცხოველმყოფელ მადლს, რომელიც ეწევა მას სულის განწმენდში. საღმრთო წერილის კითხვა ანათლებს კაცის გონებას, სავსებით და ცხადად უხატავს მას ღვთის ნებას, სასუფეველის გზასა, ასპეტაკებს და აკეთილშობილებს მის გულს, ბადებს მასში წმინდა გრძნობებს, წარმოშობს მასში უმაღლეს მისწრაფებათა და სურვილთა, და ამ სახით სული იწყებს ხოლმე აღმაფრენას, წმიდანების ცხოვრების კითხვა თვალწინ უყენებს ადამიანს სხვადასხვაგვარ იდეალთა, სათნოებათა, განხორციელებულთა ადამიანების მიერვე, უჩვენებს მას კერძო საშუალებათა ბოროტების დათრგუნვისატვის და კეთილის აღსულებისატვის, ამხნევებს, ახალისებს და აქეზებს მას ქრისტიანული იდეალების შესისხლხორცებისათვის. გარნა რომ ლოცვა და სასულიერო წიგნების კითხვა იყოს კეთილნაყოფიერი, ღვთისატვის სასიამოვნო და ადამიანისათვის სასარგებლო, ამისტვის საჭიროა, რომ ისინი შეერთებულნი იყვნენ ნების განვითარებასთან, სულის გაუმჯობესებასთან, სახარებისებრივ ცხოვრებასთან. თუ ლოცვასა და სასულიერო წიგნების კითხვას ზნეობრივი განათლება, სათნოიანი ცხოვრება თან არ ჰყვება, მაშინ მათ არ მოაქვთ ჯეროვანი ნაყოფი. მაცხოვარმა ბრძანა: "არა ყოველმან, რომელმან მარქუას მე: უფალო! უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა; არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი" (მათ. 7, 21).
 
0