
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
ქურდობა
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა; ჯერ ერთი იმიტომ,
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯოთობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მაცთური ვერ წარიტაცებს.
|