
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: წმინდანები
შორს მყოფი საგნები მიწაზე, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს თუ არ მიადგა მზე, არ ჩანს, მაგრამ თუ მიანათა მზემ, შორიდანაც კი გამოჩნდება, თუნდაც პატარა იყოს ზომით. იგივეა ადამიანებშიც: თუ კაცში არ ჩანს ღმერთი - მარადიული მზე სიმართლისა თავისი სრულყოფილებით, მისი შემჩნევა მხოლოდ ახლოდანაა შესაძლებელი და ისიც მცირედთათვის, მაგრამ თუ ადამიანებში აირეკლა მზე სიმართლისა, მას ყველა ხედავს, რაოდენ შორსაც არ უნდა იმყოფებოდეს, მას ყველა აქებს, დროსა და ადგილმდებარეობის მიუხედავად (წმინდანები) და ნაწილი მათი ბრწყინავს, როგორც რომ მზე, სხვები მთვარესავით და ზოგიც - ვარსკვლავის დარად.