არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა: ღვინო

ერთ ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ ღვინო საერთოდ არ დაელია. აღთქმის დაღღვევა კი ღვთის წინაშე

ერთ ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ ღვინო საერთოდ არ დაელია. აღთქმის დაღღვევა კი ღვთის წინაშე ძალიან დიდი ცოდვაა. ერთხელ ბერი ავაზაკებმა ტყეში შეიპყრეს და უბრძანეს: აბა ბერო, ჩქარა ღვინო დალია, თორემ სულს ამოგართმევო. გაიფიქრა, - ღვინო რომ დავლიო აღთქმას დავარღვევ და დიდ ცოდვას ჩავიდენ; რომ არ დავლიო მომკლავენ და მკვლელობის ცოდვას ჩავადენინებ. იფიქრა, ამათი მკვლელობის ცოდვა უფრო მეტია, ვიდრე ჩემი აღთქმს დარღვევა, აიღო ჭიქა და დალია. რა თქმა უნდა, არა ადამიანური შიშის გამო, რაც ცოდვაა, არამედ მათი სიყვარულისათვის. რადგან დიდი სიყვარული გამოიჩინა ბერმა, იქ ჩამოვიდა უფალი და თვით სიყვარული დაეშვა! კაცის წინაშე გველეშაპს ჭიანჭველად გადააქცევს ღმერთი! ავაზაკებმა დაიჩოქეს ბერის წინ და ევედრებოდნენ: გვაპატიე, ბერო, შეგცოდეთო.
 
0