
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ადამიანებს არამართებული, მცდარი წარმოდგენა აქვთ თავისუფლების შესახებ. ყველას გვინდა, რომ ყველგან და
ადამიანებს არამართებული, მცდარი წარმოდგენა აქვთ თავისუფლების შესახებ. ყველას გვინდა, რომ ყველგან და ყოველთვის იყოს სამართლიანობა, თან - ჩვენს მხარეს იყოს ეს სამართალი. ხშირად აქედან გამომდინარე ვაფასებთ ხოლმე ადამიანის ქცევასაც და თავად უფლის ჩვენდამი დამოიდებულებასაც. ხშირად გაგონებთ: თუ ღმერთი არსებობს, რატომ არ სჯის იმას? და ვიღაცისკენ გავიშვერთ ხოლმე ხელს - განა დასასჯელი არ არის? ჰოდა, მაშინ დააჯოს! - ამასაც დასძენენ კატეგორიულად, ამ დროს გვავიწყდება, რომ ღმერთი არის არა მოსამართლე, არამედ უპირველეს ყოვლისა მოსიყვარულე მამა. ღმერთი რომ მმხოლოდ მოსამართლე იყოს, ასე მგონია, პირველ რიგში მე არ ვიდგებოდი აქ, ამბიონზე, ცოცხალიც კი არ ვიქნებოდი. მე მგონი თქვენს შორისაც უმრავლესობა ცოცხალი არ იქნებოდა, ღმერთი მარტო მკაცრი მოსამართლე რომ იყოს! მაგრამ იგი მოსიყვარულე მამა.
|