
ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
ვუკვირდები ღვთის ქმნილებებს, მათ უსასრულო მრავალფეროვნებას და ვხედავ საკუთარ თავს, აღმატებული პატივით მოსილს, რაკიღა მსგავება და ხატება ვარ ღვთისა, მაქვს გონება, ნება თავისუფალი, უნარი, ცნობიერებაში ვატარებ ყოველივეს და ყოვლადმოწყალე შემოქმედის სიბრძნის შემხედვარე განცვიფრებასა ვარ! ო, რა მოწიწება მაქვს ჩემი გამჩენის მიმართ! რა პატივს იმსახურებენ, ვისითაც მომეცა არსებობა, - ჩემი დედ-მამა. მათ მომანიჭეს ყოფიერება - დროში, დროებითი და მარადიულობისათვის განსაზღვრული; ღვთის ნებით დედის წიაღში ჩასახული, ამსოფლის ნავთსაყუდელში შემიყვანეს იმ მიზნით, რომ ერთი დროც მოვა და თავის ზეციურ სავანეში დამასახლებს შემოქმედი.