წმ. იოანე დამასკელი
თემა: დაცემა

ადამიანისათვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცთურთაგან გამოუწრთობელი მიიღებდა

ადამიანისათვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცთურთაგან გამოუწრთობელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან სხვაგვარად – ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს დაცემასა და გმობას მიემთხვეოდა. ამ უკანასკნელზე კი ჩვენ ვუწყით, რომ ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ ეშმაკი შეუნანებელი დარჩა და უცვლელად დამკვიდრდა ბოროტებაში. ამის კვალობაზე, უფლის ანგელოზებმაც ნებაყოფლობით ამოირჩიეს თავისთვის სათნოება და საღმრთო ძალის შემწეობით შეურყევლად დამკვიდრდნენ სიკეთეში. ამიტომ აუცილებელი იყო ადამიანიც ჯერ საცთურს სწეოდა, რადგან გამოუცდელი და ცთუნებათაგან გამოუწრთობელი მამაკაცი არასრულფასოვანია. საჭირო იყო გამოცდის გზით, რაც ღმერთის მცნებათა აღსრულებაში მდგომარეობდა, ადამიანს სრულყოფილებისათვის მიეღწია და ამგვარად მიეღო უკვდავება ვითარცა საზღაური თავისი სათნოებისათვის.
 
0