
ავტორი:
წმ. მაკარი დიდი
თემა:
სხეული
ადამიანს, წმიდა სულების მსგავსად, შეეძლო ღვთის შემეცნება და ღმერთთან ურთიერთობა. წმინდა სხეული მას
ადამიანს, წმიდა სულების მსგავსად, შეეძლო ღვთის შემეცნება და ღმერთთან ურთიერთობა. წმინდა სხეული მას არ აბრკოლებდა და არც სულთა სამყაროსაგან განაშორებდა. სხეულით მოსილ ადამიანს სამოთხეში ცხოვრების უნარი შესწევდა, სადაც ახლა მხოლოდ წმინდანებს შეუძლიათ მკვიდრობა და ისიც მხოლოდ სულით, ხოლო წმინდანთა სხეულები აღდგომის შემდეგ შევლენ სასუფეველში და ეს სხეულები ცოდვით დაცემის დროს შეძენილ სიტლანქეს საფლავებში დატოვებენ; მაშინ ისინი სულიერნი შეიქნებიან, სულის მსგავსნი და იმ თვისებებს წარმოაჩენენ, რომლებიც მათ შექმნის დროს მიეცათ. ადამიანები მაშინ კვლავ შეუერთდებიან წმიდა სულების კრებულს და აღადგენენ მათთან ურთიერთობას. სულიერი სხეულის მაგალითს ვხედავთ უფალ იესო ქრისტეს სხეულში აღდგომის შემდეგ.
|