ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ღვთის განკაცება
ნუ გეშინინ, - ახარებს ქვეყანასა ანგოლოზი: - ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა
"ნუ გეშინინ, - ახარებს ქვეყანასა ანგოლოზი: - ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი... და ესე იყოს თქვენდა სასწაულად, ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა".
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა - იშვა ვითა ღარიბი საფარ ქვეშ და არის "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!.." მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, - რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ "კურთხეულ არს დედათა შორის!" ყრმა ღმერთი "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!" არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე დიდება? ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა ითქვა შობისავე უმალ იგი თავმდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

|