რომელი-იგი გარდამოხდა წიაღთაგან მამისათა და წიაღნი მამისანი არა დააცალიერნა, რომელი-იგი საყდართა

რომელი-იგი გარდამოხდა წიაღთაგან მამისათა და წიაღნი მამისანი არა დააცალიერნა, რომელი-იგი საყდართა ზედა მჯდომარეი მამისა თანა განაგებს და საშოსა ქალწულისასა უთესლოდ დაემკვიდრა და იშვა მისგან ხორციელად და რომელი-იგი ცათა შინა მამისა და სულისა წმიდისა თანა ანგელოზთა მიერ თაყვანის-იცემებოდა და იდიდებოდა, ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა მსგავსად წერილისა მის, ვითარცა იტყვის იერემია წინაისწარმეტყველი, ვითარმედ: შემდგომად მისა ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა და იორდანესა ზედა მდინარესა ნათლისღებაი სათნო-იყო და უდაბნოსა ზედა ეშმაკისაგან განიცადებოდა, ვითარცა კაცი. ორმეოც დღე და ორმეოც ღამე პური არა ჭამა და წყალი არა სუა. არა თუ მას თავადსა უხმდა რაიმე მარხვაი იგი, არამედ ეშმაკმან მან სამოთხეს შინა ხორციელი იგი ადამ აცთუნა, ამისთვისმან მაცხოვარმან ჩუენმან ხორცნი იგი ადამისნი შეიმოსნა და იმარხვიდა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არა ჭამა და წყალი არა სუა, რათა მითვე ხორცითა ადამისითა ეწყოს ეშმაკსა და მითვე ხორცითა დათრგუნოს ყოველი ძალი მტერისაი. და ჩვენ გუასწავა მარხვაი წმიდათა ამათ დღეთა ორმეოცთაი, რაითა ლოცვითა და მარხვითა ვერეოდით ყოველსა საბრხესა მტერისასა.
 
0