არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ღმერთი არავის განარჩევს. მდიდარსაც და ღარიბსაც თანავბრად ეძლევა სულიწმიდის მადლი. ზოგი რომ

ღმერთი არავის განარჩევს. მდიდარსაც და ღარიბსაც თანავბრად ეძლევა სულიწმიდის მადლი. ზოგი რომ სიმდიდრეშია და ზოგი - სიღარიბეში - ეს ან წინაპრებისგან გადადის, ან მეტი არ ეძლევათ, რათა არ დაიღუპონ და გადასარჩენი სულები გადარჩნენ; და კიდევ, როგორც წმიდა ანდრია სალოსის ცხოვრებაში წერია - ხოლო უკეთუ უკეთურთა განამდიდრებს და მართალთა რომელთამე აჭირვებს, ამისთვის არს ესე, რამეთუ არცა მართალი იპოების, თუმცა არა აქვნდა ცოდვა, და კუალად არცა ცოდვილი, თუმცა არა ექმნა სიმართლე. ამისთვის იტანჯების კაცი მართალი აქვე სნეულებითა და ჭირითა, გინა სიგლახაკითა, რათა აღიხოცოს ყოველივე ცთომა მისი და მუნ არღარა ბოროტი შეემთხვიოს. და კუალად არიან კაცნი ფრიად ცოდვილნი, და აქვნ რაიმე მცირედ კეთილიცა და მისთვის მისცის ღმერთმან აქა სიმდიდრე, გინა სიმრთელე, გინა შვილნი კეთილნი, რათა მუნ საუკუნოდ არა რა სასყიდელი თანა ედვას მას კეთილა ნაცვალი, ვითარცა სახედ ლაზარე გლახაკი. რამეთუ აქვნდა ცთომათა რამე, და მით აქა იტანჯა, და საუკუნოდ წარვიდა განმართლებული, და ეგრეთვე მდიდარსა აქვნდა კეთილი საქმეცა, და აქავე მიიღო მისი ნაცვალი შვება და საუკუნოდ სატანჯველად მივიდა, რამეთუ უკუეთუ გექმნას კეთილი რაიმე, და აქავე ცხოვრებასა მიიღო ნაცვალი მის პატივი, ღმერთსა არღარა თანა აძს შენი, ყოველი გარდაუხდია აქა.
 
0