ავტორი:
ეპისკოპოსი ზენონი
თემა:
ღმრთისმეტყველება
ღმერთს, როგორც მარადიულს, არა აქვს დასაბამი - საწყისი და დასასრული, რადგან რასაც დასაბამი აქვს, ის
ღმერთს, როგორც მარადიულს, არა აქვს დასაბამი - საწყისი და დასასრული, რადგან რასაც დასაბამი აქვს, ის შექმნილია (ე.ი. არ იყო და არის ვინმეს მეშვეობით). ღმერთი სულია, არ არის ხელშეხებადი, უკვდავია და უნივთო. საღმრთო ბუნების ნებისმიერი სახის წარმოდგენა გონებაში ან ფიქრში, ასევე წარმოდგენა, რაც მისი ფიზიკური სახის არსებობასთან, ფორმასთან, სიმაღლესთან, სიგანესთან, აგებულებასთან და საერთოდ ნებისმიერ გამომსახველობასთან იქნება დაკავშირებული, მცდარია. ეს იმის გამო, რომ საღმრთო ბუნება, როგორც თავისთავად არსებული, ყოველგვარი მატერიალური და ნივთიერი შედგენილობებისაგან თავისუფალია. ასევე უცხოა მისი ბუნებისათვის არსობრივი შედგენილობაც. თითოეულს ჩვენგანს მოეხსენება, რასაც ბუნებაში და თვისებაში ნივთიერი ელემენტები აქვს, იგი უცილობლად ექვემდებარება კვომასა და ხრწნას. ასეტი რამის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ საკითხი ეხება მატერიას, რომელთანაც კავშირში არ იმყოფება აზროვნება. მეორე მხრივ, მზგავსი წარმოდგენები ესადაგება მატერიალურ ქმნილებას, რომელსაც დასაბამი სჭირდება. უფალი დროისა და სივრცის მიღმა მყოფია, როგორც ყოველგვარი ათვლის დასაბამი და საწყისი. ამავდროულად დროში, სივრცეში და ყველაფერში მყოფობს განუსაზღვრელად შერწყმის გარეშე, რამეთუ მარადიულობის მომცველი მიზეზია.
ღმერთი არის სამყაროსგან დამოუკიდებელი სულიერი არსება, რომელიც თავისი ზეარსებული ბუნების გამო იწოდება არსთა სიმრავლის შემოქმედად, ხოლო ზესიცოცხლის გამო - სიცოცხლის შემოქმედად.
ღმერთი არის სამყაროსგან დამოუკიდებელი სულიერი არსება, რომელიც თავისი ზეარსებული ბუნების გამო იწოდება არსთა სიმრავლის შემოქმედად, ხოლო ზესიცოცხლის გამო - სიცოცხლის შემოქმედად.
|