
ავტორი:
წმ. მაკარი დიდი
თემა:
სული
დიდი და საკვირველი რამაა ადამიანის სული. მისი შექმნისას ღმერთმა იმგვარი გააჩინა იგი, რომ მის
დიდი და საკვირველი რამაა ადამიანის სული. მისი შექმნისას ღმერთმა იმგვარი გააჩინა იგი, რომ მის ბუნებაში არანაირი მანკიერება არ ყოფილიყო; მეტიც, ღმერთმა შეჰქმნა ადამიანის სული ხატად და მსგავსად სულიწმიდის მადლისა, შთაუნერგა მას სათნოებათა ყველა კანონი, კეთილგონიერება, განსჯის უნარი, გულისხმისყოფა, რწმენა, სიყვარული და სხვა სათნოებანი, – და ყოველივე ეს მოანიჭა მას სახედ სულიწმიდისა.
|