დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც

ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ბრაზიანი, შემდეგ გახდეს კეთილი და ა.შ. იგი ყოველთვის ერთნაირია - ყოველთვის სიყვარულია, ყოველთვის ერთგვარად უყვარს ადამიანი და ერთნაირად ზრუნავს მასზ, ოღონდ მზრუნველობა ვლინდება სხვადასხვა ფორმით, და იმგვარად, როგორც ეს ადამიანს სჭირდება. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ უფალი, რომელიც ჩვენ მეგობარს გვიწოდებსდა რომელიც ჩვენთვის მოკვდა. არამარტო მოსიყვარულე მეგობარია, როგორც პროტესტანტები უწოდებენ, არამედ მრისხანე იაჰვეც (იაჰვე ღმერთის ძველი აღთქმისეული ტერმინია), და თუ ჩვენ ეს გვეხსომება, მაშინ შეიძლება მრავალი შეცდომა არ დავუშვათ.
 
0