
ავტორი:
წმ. მაკარი დიდი
ცოდვით დაცემამდე ადამიანის სხეული უკვდავი იყო. მისთვის უცხო იყო სნეულება, სიმძიმე და სიტლანქე და არ
ცოდვით დაცემამდე ადამიანის სხეული უკვდავი იყო. მისთვის უცხო იყო სნეულება, სიმძიმე და სიტლანქე და არ იცნობდა თავის ახლანდელ, უკვე ბუნებრივ ცოდვებს და ხორციელ გრძნობებს. ადამიანის სხეულს გაცილებით უფრო ფაქიზი გრძნობები და შეუდარებლად თავისუფალი მოქმედება ჰქონდა. ადამიანს ამგვარი სხეულით შემოსილსა და ასეთი გრძნობის ორგანოებით, სულთა გრძნობადი ხილვაც შეეძლო, რომელთა რიგსაც თავად მიეკუთვნება სულით და რომლებთან ურთიერთობის უნარიც შესწევდა.
|