წმიდა წერილის წარმოდგენილი ადგილებიდან ჩანს, რომ ადამიანს ხან მიეწერება სხეული (ხორცი) და

წმიდა წერილის წარმოდგენილი ადგილებიდან ჩანს, რომ ადამიანს ხან მიეწერება სხეული (ხორცი) და სამშვინველი, ხან კი – სხეული და სული. მაშასადამე, სამშვინველი და სული ერთი და იმავე ნაწილის ოდენ სხვადასხვა სახელწოდებანია (ამიტომაც ქართულ კანონიკურ თარგმანში ყველგან „სული“: წერია! – მთარგმნელი). ამის დასტურად შეიძლება მივუთითოთ სხვა მაგალითებზეც. მაცხოვარი, წინასწარ იტყოდა რა თავისი ადამიანური სულის გაყრაზე სხეულისაგან კაცთა მოდგმისათვის სიკვდილის ჟამს, ამბობდა: „ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის;... ამისთვის უყუარ მე მამასა, რამეთუ მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაითა კვალად მოვიღო იგი“ (იოან. 10. 15. 17), და ჯვარისმიერ ვნებათა დადგომის წინ უთხრა თავის მოწაფეებს გეთსიმანიის ბაღში: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილამდე“ (მათ. 26, 38). ხოლო თვით სიკვდილის წუთს ჯვარზე, ხმა–ყო ხმითა დიდითა იესუ და თქვა: მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა (ლუკ. 23, 46).
 
თემატური კითხვები
0