
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
ხორციელად ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, ყველანი ძმები ვართ და ჩვენ ღვთის მონები ვართ, გარდა
ხორციელად ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, ყველანი ძმები ვართ და ჩვენ ღვთის მონები ვართ, გარდა ამისა, ღვთის მადლით, ხომ ჩვენ, მორწმუნეები ქრისტეს საღვთო სისხლით ვართ გამოსყიდულნი. სულიერ ცხოვრებაში ჩვენ ადამს ხორციელად ვენათესავებით, ქრისტეს კი – სულიერად. სულიერად მცხოვრები ადამიანები ერთმანეთში ამ სულიერ ნათესაობას გრძნობენ. ისინი ერთ რამეზე ფიქრობენ, ისინი ერთ რამეს ესწრაფიან, ერთ მიზანს მისდევენ. ხოლო, შენ ხორციელი და რომ გყოლოდა და მას ერული ცხოვრება აერჩია, მისდამი ვერანაირ სულიერ ნათესაობას ვერ იგრძნობდი.
|