წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული,

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული, თუ გარეულ მხეცთაგან დაიგლიჯება და შეიჭმება? ფერფლად ქცეული ჰაეროვან სივრცეში მიმოიბნევა თუ სადმე უფსკრულში გადაჩეხილი იქცევა მიწად? მდინარეში განიხრწნება თუ ხანგრძლივ წვიმათაგან დალპება? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი სხეულის მთლიანობა დაირღვევა, რადგან უკანასკნელ ჟამს, როცა ქვეყნის დასასრულს, მეორედ მოვა სრული დიდებით ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად უფალი, მკვდრეთით აღადგენს და შეჰკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად ქცეულა, ანდა ნადირთაგან დაჯიჯგნილა. ამიტომ მხოლოდ შენ აღძრავ, უფალო, ჩემში შიშს და ოდენ შენ წარმოადენ ჩემს თვალთაგან წრფელ ცრემლებს, მაცხოვარო! ქრისტე მეუფეო! შენ ხარ ჩემი ერთადერთი და ნამდვილი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ნეტარება! შენ ყოველივე ხარ ჩემთვის! და ნეტამც ღირსი შევიქნა, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარებათა დათმენის სანაცვლოდ შენში ვპოვო ბოლოს სამუდამო ნეტარი განსვენება!..
 
0