ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ღვთის განკაცება
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი თვალი
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალი წილ" და და ამის მაგირ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად განმზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მას თვისი ღვთაებრიი სისხლი და ზედ გადაატეხა თავისი უბიწო ხორცი. კაცთ-მოყვარე ძე კაცისა, ქვეყნის ხსნად მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვარმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმან! აი, რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.
მას აქეტია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალის ცხოვრებისათვის, მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობიოსას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: "შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემ ზედა ხელი შენი... შენ სცან დაჯდომაი ჩემი და აღდგომაი ჩემი, ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკვლიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინასწარ იხილენ... საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ შეუძლო მას! შენ ხარ ხსნა ჩემი, შენი მოძღვრება - მაცხოვარ ჩემდა, და ვეღარსად განვერინო სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვეღარსად ვივლტოდე: აღ-თუ-ვჰხდნე ცად, შენ მუნ ხარ! შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ! აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, - და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე!"

|