ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ღვთის განკაცება
იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათე-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ
იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათე-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, - როგორც იოანე მახარებელი ამბობს, - "დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილსა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა... რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა... რამეთუ არა მოავლინა ღმერთმა ძე თვისი სოფლად, რათა დაჰსაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ". იშვა იგი, რომლის გამო სთქვა იოანე წინამორბედმავე:
"აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი! ესე არს, რომლისათვის იგი ვსთქუ: შევდგომად ჩემსა მოვალს კაცნი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს."
"ნუ გეშინინ, - ახარებს ქვეყანას ანგელოზი: - ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ ჩვენ სიხარულა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი... და ესე იყოს თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა".

|