
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ღვთის განკაცება
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი
რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა "აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი". ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - "მოვედინ, მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენოთ თქვენ". ღმერთი, რომელმან უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა - იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!.." მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, - რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ "კურთხეულ არს დედათა შორის!" ყრმა ღმერთი "შეხვეული და მწოლარე ბაგასა!" არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება! ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა ითქვა შობისავე უმალ იგი თავმდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.
|