ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
შური
ეგრეთვე შენ ძმისა მიმართ შურს ჰყოფ: შენ სიკუდილს, ესე იგი წარწყმედას მიეცემი და უმანკო შენი ძმა
ეგრეთვე შენ ძმისა მიმართ შურს ჰყოფ: შენ სიკუდილს, ესე იგი წარწყმედას მიეცემი და უმანკო შენი ძმა უვნოდ განერება. თუ ოქრო და ვერცხლი გშურს, აქაც დაბნელების საქმეში ხარ, ამისთვის, რომ უფალი ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ბრძანებს: "ჩემი არს ოქრო და ვერცხლი და ვისა მინდეს მივსცე იგი;" მისთვის ინება და მას მისცა. თუ მომცემელისა ღვთისა შურს დაიწყებ, ასე უგუნურებობა იქმნება, რომ სიტყვიერთა-თანა აღარ შეირაცხება: მიხედე ამ უგუნურებას, მზის შური რომ ვინმემ იწყოს! რა ნაკლებობა უნდა ჰსცეს? - ყოვლად არა რა. უფროსად ღვთისა მიმართ არა რაი ძალ-გიძს. აქ შეუძლებლობა დაუტეოთ, და ჭეშმარიტისა სიმართლისაებრ სიტყუა ვსთქუათ. მეშურნეო, საჯე ჭეშმარიტი, რომელიც კეთილად ითხოვს, ღმერთმან მას უნდა მისცეს, თუ რომელიც ბოროტად ითხოვს? ასე სრულიადს შენს ბოროტებას ვერ განაცხადებ, ამისი თქმა რომ იკადრო, ბოროტად მთხოველს არა, აქ ეს უჯერება შემოვა: ბოროტად მთხოველი ფარისეველი უნდა აცხოვნოს და ჯეროვნად მთხოველი მეზვერე უნდა წარსწყმიდოს. ამისი თქმა არცა ეშმაკთა ძალ-უძს. და რადგან ეს არის ყოველთ კერძო მტკიცე, რომ ღმერთმან კეთილად მთხოველს უნდა მისცეს, ძმა შენი კეთილად ითხოვდა და მისცა; შენ კეთილად არ ითხოვე და არც მოგცა. იაკობ მოციქული ცხადად გამხილებს და გეტყვის: "ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ". შენი მიზეზი შეიქმნა, რომ არა გაქუს ოქრო და ვერცხლი: არც ღვთისა მიმართ გმართებს შური და სიძულვილი და არცა მოყვასისა მიმართ.
|