
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
შური
უპირველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა
უპირველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმი. მოვა ოდესმე ის ჟამი, როცა ბოლოს და ბოლოს შევიტყობთ, რა გვტანჯავს და რა გვაკლებს სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობასა და და წარმაწებას; მოვა ოდესმე ის დრო, როცა მადლი ღმრთისა ჩვენს გულებს განანათლებს და ბოლოს და ბოლოს ვიტყვით: აი, ჩვენი მომაკვდინებელი მტერი, აი, ვინ გვტანჯავდა და ვინ გვაშორებდა ქრისტეს მადლსა და ყოველს სიკეთეს! ჭეშმარიტად შურია ერთი დიდი და უმოწყალო მფლობელი და სასტიკი ბატონი ჩვენი გულებისა. ჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავის ამის გველისა.
|