ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სინანული
თავის თავის გლოვა და მწუხარება გვმართებს მუდამ ჟამს, რადგან ჩვენი ცხოვრების შენაერთი დღითიდღე იშლება. დღეები გამალებით რბიან, რათა წუთისოფლიდან გაგვიყვანონ; ჩვენ კი სიკეთის აღსრულებას არ ვეშურებით, ვიდრე წუთისოფელში ვართ. ეს დიდად სამწუხაროა, რადგან ჩვენი სიცოცხლის დღეებს აკლდება და ცოდვებს ემატება; ჩვენი ცხოვრება მიედინება და ჩვენი ცოდვა-დანაშაული მრავლდება. ცხოვრება უსახურავო სახლს ჰგავს, მყისვე რომ ირღვევა