image

თემა: სინანული

როგორც ჩვენი ცხოვრების დღეებს აკლდება, ჯერ-არს, რათა ჩვენც ასევე დავაკლდეთ ჩვენს ცოდვებს, მაგრამ ცხოვრება გვეპარება და ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. დღეები და ღამეები აჩქარებით მიმიქრიან ჩვენი ცხოვრების შესამცირებლად და გვათამაშებენ ჩვენ, როგორც ბავშვები თამაშობენ ბურთს: გადაუგდებს ერთი - გადმოუგდებს მეორე. დღე ღამეს მიგვაგდებს, და ღამე - დღეს. შორ გზაზე მივდივართ და ფეხსაცმლისა და საგზლისთვის არ ვზრუნავთ, რადგან ქონების შეძენა გვნებავს, შენაძენის სიხარული გვაცდუნებს და იმ გზის საგზლისთვის არ ვწუხვართ.
    მაგრამ იცოდეთ, ჩვენს ცხოვრებას აკლდება და ჩვენ გონს ვერ მოვგებივართ. დღეს იმდენი დრო აღარ დაგვრჩა, რამდენიც გუშინ გვქონდა, რადგან დააკლო მას ღამემ, რომელიც მოდის და მიდის; შენ კი დაუდევარი ხარ და ამას ვერ გულისხმა-ჰყოფ.ცხოვრება ხელიდან გეცლება და სინანულს არ ემატება. მთელი შენი ქონება, რაც გაბადია, რაც გაბადია, ყოველივე რომ გაყიდო შენი სიცოცხლის დღის შესაძენად, ჯერ კიდევ გუშინ შენს განკარგულებაში რომ იყო, ვერ შეიძენ, რადგან გუშინდელ დღესთან ერთად წავიდა და უკან აღარ დაგიბრუნდება. წყარო წყაროსთავს არასოდეს დაუბრუნდება და არც მზე მოიქცევა სამხრეთიდან აღმოსავლეთისკენ; არც ვარსკვლავები დაბრუნდებიან უკან, არც ქმნილებათა მოძრაობა დაცხრება... და ყოველივე ეს, წუთისოფლიდან გასვლას გაუწყებს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები