წმ. იოანე კრონშტადტელი - სხვა თემა
წმ. იოანე კრონშტადტელი
ყველასათვის დანასახია: შუქი მიწას ციდან ეფინება, რადგან მზე, მთვარე და ვარსკვლავები ცის კამარიდან გვინათებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შეუქმნელი გონიერი ნათელი - უფალი ღმერთი ჩვენი, ცაში დავანებული უპირატესად და მისგან გვეფინება შუქი სულიერი და ხილული, შუქი გულისა და გონებისა. "იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე.1,9) და "ღმერთი სიყუარული არს" (იოანე.4,16). ყველანაირი აზრი, გულში გაჩენილი გრძნობა, რომელიც სიყვარულისაგან განდგომას, მის განადგურებას და სიბოროტის დანერგვას ლამობს, ეშმაკისგანაა. დაიწერე ეს გულზე, დაიმარხე და ჩაეჭიდე სიყვარულს. შეიდექით სიყუარულსა და ჰბაძედით სულიერსა მას, უფროისღა, რაითა წინასწარმეტყუელებდეთ" (1 კორ.14,1). დააკვირდი, რა სძაგს ძველს, ცოდვილსა და ხორციელ ადამიანს და ზუსტად ის აკეთე, ჯინში ჩაუდექი! ესაა შენი ცხოვრების აზრი და ასე ადიდებ იესო ქრისტეს. "ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით" (გალ.5,24) და კიდევ ეს ჭეშმარიტება დაიდე გულზე: მხოლოდ ერთი რამ იმსახურებს ჩვენს სიძულვილს - ცოდვა და ვბნება, ადამიანებს, ყველას უკლებლივ, სიყვარულით მოეკიდე. განა ნათელი არაა ბრძანება სამეუფო: "შეიყვარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ.22,39)
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები