ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
თემა:
გულგრილობა სარწმუნოებაში
საეკლესიო ღმრთისმსახურების უგულებელყოფა. ეს ცოდვა ყველაზე ხშირად ევქარისტიის (ზიარების) საიდუმლოში
საეკლესიო ღმრთისმსახურების უგულებელყოფა. ეს ცოდვა ყველაზე ხშირად ევქარისტიის (ზიარების) საიდუმლოში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოიხატება. ადამიანი საკუთარი ნებით იკლებს უფლის ხორცთან და სისხლთან ზიარებას, ისე რომ რაიმე ხელისშემშლელი პირობები არ გააჩნია. ამავე ცოდვის თანამდებია კაცი, რომელსაც არა აქვს საეკლესიო დისციპლინა, არ უყვარს ღმრთისმსახურება, თავს კი იმით იმართლებს, დრო არ მაქვს. ეკლესია შორსაა, ღმრთისმსახურება მეტისმეტად ხანგრძლივია, მისი ენა არ მესმისო და ა.შ. იგივე ცოდვაა "მრწამსისა" და დაწყებითი ლოცვების არცოდნა, ანდა როცა საღმრთო საიდუმლოებათა აზრი არ ესმით და რაც მთავარია, არც სურთ გაგება.
|
|