ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ
საყვარელო, ჰსთქუ, რომლისთვის ამპარტავნებ: ხორციელის საქმისათვის, თუ სულიერისათვის? თუ სულიერი რამ სათნოება გაქუს, სათნოებისთვის რად ამპარტავნებ? თუ სულისთვის გნებავს სათნოება, ამპარტავნება ყოველს სათნოებას დააბნელებს, და თუ ხორცისთვის გნებავს – სათნოება ხორცის საშველი არ არის, უფრო სამწუხარო არის: გესმის ბრძანებული იესოს მიერ? „ვიწრო არს გზა იგი და საჭირველ, რომელნი მივლენ ცხოვრებად საუკუნოდ“. და თუ ამპარტავნებ – სათნოება სულისათვის უხმარი არის, და თუ ვითარ – ვაჩუენოთ. ლოცვის უმჯობესი სათნოება რა უნდა იქმნეს? მაგრამ ფარისეველი რომ ამპარტავნებდა, ამპარტავნებისათვის მისი ლოცვა უხმარი შეიქმნა; ანგელოზის მზგავსი რომ იყო, თუ ამპარტავნება გაქუს, მაშინაც უხმარი არის. ამის მიერ დაირწმუნე ამის ჭეშმარიტება: ეშმაკი პირველ კეთილი ანგელოსი იყო; ამპარტავნებამ საძაგელ ეშმაკად ჰქმნა.
|