
ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი და ესაა ძირეული ზნეობრივი ბოროტების მეორე
მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი და ესაა ძირეული ზნეობრივი ბოროტების მეორე რტო. მასში უფრო შესამჩნევად იხსნება თავმოყვარეობის სული. იგი, თითქოს თვითონ პირადად მოქმედებს აქ: ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, ყველაფერი მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებსაც და პიროვნებებსაც – ყველაფერს, რასაც კი მისი ხელი ან აზრი მიეკარება, თავისი წილი შეაქვთ მის საგანძურში პირადი სარგებელი, ინტერესი – ეს არის ძირითადი ზამბარა, რომელსაც მუდამ და ყველგან სწრაფ მოძრაობაში მოჰყავს მთელი მისი არსება, და მისი ამოძრავებისთანავე იგი მზად არის ყველაფერი თავის მიზანთა მისაღწევ საშუალებად აქციოს: უმაღლესი ხარისხის ღირსებასა და პატივს მოიძიებს, თუკი ეს სარგებლიანი იქნება, აირჩევს ყველაზე რთულ თანამდებობას, თუკი იგი სხვებთან შედარებით უფრო მოსავლიანი იქნება, – შეეჭიდება ყველანაირ შრომას, არც შეჭამს, არც დალევს, ოღონდ კი სარგებელი ჰქონდეს. იგი ან ანგარებიანია, ან მომხვეჭელი, ან ძუნწი, და მხოლოდ პატივმოყვარეობის ძლიერი გავლენით შეიძლება უყვარდეს ჩინებულება და ფუფუნება. თავისი საკუთრება მისთვის თავის თავზე, ადამიანებზე და თვით ღმერთის მოძღვრებაზეც კი ძვირფასია.
|