ანტიქრისტე იქნება ძე ებრაელი მეძავი ქალწულის, რომელიც მემრუშე ებრაელთა მეთორმეტე ტომიდან იქნება

ანტიქრისტე იქნება ძე ებრაელი მეძავი ქალწულის, რომელიც მემრუშე ებრაელთა მეთორმეტე ტომიდან იქნება წარმომდგარი. ყრმობიდანვე გამოიჩენს დიდ ნიჭსა და ჭკუას, განსაკუთრებით კი მას შემდგომ, რაც 12 წლის ასაკში, დედასთან ერთად ბაღში მოსეირნეს, ქვესკნელით თვით სატანა გამოეცხადება და მასში შევა. ბიჭი შიშით შეკრთება, სატანა კი ეტყვის: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი შენ ყველაფერში“. ასე ჩამოყალიბდება ის, როგორც ღმერთის წინააღმდგომი ანუ – ანტიქრისტე, ხოლო მეფედ კურთხევის დროს, როცა მრწამსის (სიმბოლო სარწმუნოების) წართქმის დრო მოაწევს, სასულიერო პირებს აუკრძალავს წაიკითხონ სიტყვები: „უფალო იესო ქრისტე, ძე ღმრთისა“, საქვეყნოდ განუდგება ქრისტეს და მხოლოდ საკუთარ თავს აღიარებს. ამ დროს პატრიაქი შეჰყვირებს, რომ ეს ანტიქრისტეა, რისთვისაც მოკლავენ კიდეც. მეფედ კურთხევის დროს ანტიქრისტეს ხელთათმანები ეცმევა, ხოლო როცა გაიძრობს, რათა პირჯვარი გადაიწეროს, პატრიარქი თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალებს შეამჩნევს, რაც საბოლოოდ დაარწმუნებს იმაში, რომ ის ნამდვილად ანტიქრისტეა.
 
0