მოდის დრო, როცა დაკეტილი ტაძრების რემონტსაც კი შეუდგებიან, მარტო გარედან კი არა შიგნითაც კი
მოდის დრო, როცა დაკეტილი ტაძრების რემონტსაც კი შეუდგებიან, მარტო გარედან კი არა შიგნითაც კი გამართავენ. ტაძრებსა და სამრეკლოებს გუმბათებს ოქროთი დაუფერავენ და განამშვენებენ. ყველაფერს რომ მოათავებენ, ანტიქრისტეს გამეფების ჟამიც დადგება. ილოცეთ, რათა უფალმა განგვიგრძოს დღენი ესე ჩვენს გასაძლიერებლად, რამეთუ საშინელი ჟამი მოდის. ხედავთ როგორი მზაკვრობითა და ცბიერებით მზადდება ყველაფერი? ტაძრები ისეთი ბრწყინვალებით იქნება განმშვენებული, როგორც არასდროს, მაგრამ თქვენი იქ შესვლა შეუძლებელი გახდება. ანტიქრისტე გვირგვინს იერუსალიმის ბრწყინვალე ტაძარში დაიდგამს, რასაც სასულიერო პირებიც და პატრიარქებიც დაესწრებიან.
იერუსალიმში შესვლა–გამოსვლა იმ დღეებში ყველასათვის თავისუფალი შეიქმნება, მაგრამ ეცადეთ, იქაურობას არ გაეკაროთ, რამეთუ ყველა ღონეს იხმარენ თქვენს ცთომილებაში და ხიბლში ჩასაგდებად.
|