თემა:
ანგელოზი
ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან. თავიანთი სულიერი ძალებით ადამიანზე მაღლა დგანან,
ანგელოზები უაღრესად სრულყოფილი სულები არიან. თავიანთი სულიერი ძალებით ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, მათაც შეზღუდულობის ბეჭედი აზით. უხორცონი არიან და ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა და სივრცეს; ასე ვთქვათ, ფრენით მყისიერად გადიან თვალუწვდენელ სივრცეებს და უმალ ჩნდებიან სამოქმედო ასპარეზზე. მაგრამ იმის თქმა არ შეიძლება, თითქოს ანგელოზები ყველგანმყოფნი იყვნენ და სივრცისა და ადგილისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობდნენ. წმინდა წერილში ასახულია, ანგელოზები როგორ ეშვებიან ზეციდან მიწაზე, ან მიწიდან ზეცად როგორ ადიან. მაშასადამე, მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც.
|